თეა წულუკიანი ფარულ ჩანაწერებზე: ქალი არის ძლიერი, არ დაყრის ფარ-ხმალს და ვინც ამას ავრცელებს მინდა ვურჩიო, აკეთოს სხვა საქმე

ვისზეც არ უნდა გავრცელდეს ფარული ჩანაწერი, იქნება ეს ჩვენივე გუნდის წევრი, პოლიტიკური ოპონენტი, თუ სხვა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი, ყველამ უნდა დაგმოს ეს ფაქტი და გაემიჯნოს მას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
თეა წულუკიანის თქმით, ტერორის მცდელობის მიუხედავად, არცერთი ქალი არ შეწყვეტს თავისი საქმის კეთებას.
„ვისზეც არ უნდა გავრცელდეს ფარული ჩანაწერი, იქნება ეს ჩვენივე გუნდის წევრი, პოლიტიკური ოპონენტი, თუ სხვა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი, ყველამ უნდა დაგმოს ეს ფაქტი და გაემიჯნოს მას. მე პირადად, ყველანაირი ფარული ჩანაწერის გავრცელებას, მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება და მიზნად ისახავს ქალზე ტერორს და როგორც ითქვა კიდეც, მორალური ტერორის მცდელობას, რა თქმა უნდა, ვგმობ. მაგრამ მინდა აქვე დავძინო, რომ არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს. ქალი არის ძლიერი და ვინც ამას ავრცელებს, მინდა რჩევა მივცე, იფიქროს სხვა რამეზე, აკეთოს სხვა საქმე, ეს არის დანაშაული და მე იმედი მაქვს ამ ადამიანებს მალე მიაკვლევს გამოძიება და მართლმსაჯულებაც განხორციელდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები