კარასინი: სომხეთის კიდევ ერთი სატრანზიტო გზა საქართველოს გავლით იქნება
რუსეთის საგარეო მინისტრის მდივანი, გრიგორი კარასინი ფიქრობს, რომ რუსულ-ქართული შეთანხმება საბაჟო ადმინისტრირების შესახებ შესაძლებლობას მისცემს რუსეთს სომხეთისთვის სატრანზიტო კორიდორი საქართველოს გავლით გახსნას.
შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმების ძირითად პრინციპებზე და ვაჭრობის მონიტორინგზე 2011 წლის 9 ნოემბერს შედგა. რუსეთმა და საქართველომ ხელი ასევე მოაწერეს შეთანხმებაზე შვედურ შუამავალ კომპანია “SGS”-თან, რომელიც თვალყურს ადევნებს ტვირთის გადატანის მონიტორინგის შესრულებას დეფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით.
“მე ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ ერთი სატრანზიტო დერეფანი გავხსნათ სომხეთისთვის. მაგრამ მსუბუქად ნუ მივუდგებით, ვინაიდან ამ რეგიონში არის პრობლემები, გაუგებრობა რიგი სახელმწიფოების პოლიტიკური სტატუსის მიმართ. არსებობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, სადაც დერეფანმა უნდა გაიაროს”, – განუცხადა კარასინმა მედიას.