ირაკლი ხმალაძე: სატრანსპორტო კომპანიას დროებით, გიორგი შარკოვი უხელმძღვანელებს

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით, სატრანსპორტო კომპანიას 3 თვის განმავლობაში, გიორგი შარკოვი უხელმძღვანელებს.
როგორც მან აღნიშნა, მამუკა კობახიძემ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა და მუშაობის გაგრძელებას „ყაზტრანსგაზ თბილისში“ აპირებს. „თუმცა, როგორც ჩანს, სპეციალურ მმართველობასთან დაკავშირებით, „ყაზტრანსგაზში“ განხორციელდება გარკვეული ცვლილებები და შესაბამისად, უახლოეს პერიოდში, მამუკა კობახიძე ამ კომპანიის მმართველობას დაიწყებს. რაც შეეხება სატრანსპორტო კომპანიას, აქ ჩვენ დავნიშნეთ დროებითი დირექტორი, გიორგი შარკოვი, რომელიც კომპანიას 3 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს და ამ ვადის გასვლის შემდეგ, უკვე თბილისის მერია დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები