სალომე ზურაბიშვილი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საფრანგეთის ეპარქიის მიტროპოლიტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საფრანგეთის ეპარქიის მიტროპოლიტ ემანუელს შეხვდა. როგორც “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრა მისი ყოვლად უსამღვდელოესობის ინიციატივით შედგა.
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში, ემიგრაციის პერიოდში წმ. ნინოს ეკლესიის მრევლი იყო, რომელიც მიტროპოლიტ ემანუელის დაქვემდებარებაშია.