სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება, უნდა დასრულდეს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პირადი ცხოვრების შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და შესაბამის განცხადებას პრეზიდენტის ვებგვერდზე ავრცელებს.
„პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება, საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ, სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია. საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს.
ამიტომაც, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ პრობლემებზე, საზოგადოების ფართო ჩართულობით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ღია დისკუსია”, – აღნიშნულია განცხადებაში.