დიდ დიღომსა და ვარკეთილში, ორი ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება

“ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო მულტიფუნქციური კომპლექსების აშენება, ამიტომ თბილისში, ორი ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი, დიდ დიღომსა და ვარკეთილში, 2019-2020 წელს აშენდება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მულტიფუნქციურ ცენტრებში ყველანაირი სპორტული სახეობა იქნება თავმოყრილი. „ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო მულტიფუნქციური კომპლექსების აშენება სხვადასხვა რაიონებში და ჩვენ, რა თქმა უნდა, მას აუცილებლად შევასრულებთ. ეს არის მულტიფუნქციური ცენტრები, სადაც იქნება თავმოყრილი ყველანაირი სპორტული სახეობა: ჭიდაობა, ბოქსი, განთავსებული იქნება საფეხბურთო მინიმოედნები, საკალათბურთო მოედნები, საცურაო აუზები, მედიათეკა, კაფეები, ბიბლიოთეკები. ეს იმისთვის, რომ ადამიანს, რომელიც ადგილზე მივა, ყველანაირი სერვისით სარგებლობა შეეძლოს და არსად წასვლა არ დასჭირდეს. ესეც ორწლიანი პროექტია, წელს ვიწყებთ და მისი განხორციელება 2020 წელს დასრულდება“, – განცხადა კახა კალაძემ. ​
მისივე თქმით, ფასებიც მისაღები იქნება, რათა ყველამ შეძლოს ამ კომპლექსებით სარგებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები