არეშიძე პირადი ცხოვრების კადრების შესაძლო გავრცელებაზე: მხოლოდ მტერი გაუკეთებდა ამას “ქართულ ოცნებას”

მხოლოდ მტერი გაუკეთებდა ამას “ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მამუკა არეშიძის თქმით, ასეთი ტიპის კადრების დემონსტირება ეკა ბესელიას შემთხვევაში არ იმუშავებს.
“ხელისუფლებაში მყოფმა კონკრეტულმა ადამიანებმა ან ადამიანთა ჯგუფმა, ვერ ვიტყვი ვინ არიან ისინი, მართლაც გადაუსვა ხაზი მთელ იმ მიდგომებს, რომელიც “ქართულ ოცნებას” ჰქონდა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ჩვენება და ამით შანტაჟი ამორალურია. ეს იყო “ნაცინალური მოძრაობის” დამარცხების ერთ ერთი მიზეზი და ა.შ. ამას გადაესვა ხაზი. მხოლოდ მტერი გაუკეთებდა ამას “ქართულ ოცნებას”, ვინც ეს ჩაიდინა. თუ ეს კერძო პირია და ამის ტექნიკური საშუალება აქვს, არ ვიცი, მაგრამ თუ ეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფია, ეს არის სამარხვინო.
ასეთი ტიპის კადრების დემონსტირება ეკა ბესელიას შემთხვევაში არ იმუშავებს. სხვა ყაიდის ადამიანია. მესმის, ხშირად იმის თაობაზე, რომ ბესელიას კონკრეტული გადაცდომები ჰქონდა, ზაფხულში ამზადებდნენ ამ თანამდებიდან მის გადაყენებას, ჭორად ისმის ,რომ კორუფციაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რატომ ღიად არ თქვეს?! ახლა ამის თქმას, უკვე აზრი არ აქვს. თუ ეკა ბესელია ამორალური პიროვნებაა, რატომ ჰყავდათ ხელისუფლებაში?! ასეა, თუ ისე, ბესელიამ ზუსტ დროს განაცხადა თავისი ხმამაღალი პროტესტი და დღეს საზოგადოებას არ აინტერესებს, იყო თუ არა ის კორუფციაში გარეული, ან ამორალურია, თუ არა მისი ქმედებებები.საზოგადოებას აინტერესებს ის,რომ საზოგადოებისთვის მიუღებელი პიროვნებების ბლოკირებას გადააყოლეს ეკა ბესელია. ის, რაც სასამართლო სისტემაში ხდება, ეს არის გააზრებული მოქმედება. ეს არ არის რამდენიმე მოსამართლის მოქმედება, ეს არის მთელი გუნდის მოქმედება.მე მაგალითად, ვვარაუდობ,რომ მათ გარკვეული პოლიტიკური საყრდენიც აქვთ. შეიძლება ხელისუფლებაშიც კი არის საყრდენი , არ არის გამორიცხული, ოპოზიციაშიც იყოს “, განაცხადა მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები