არჩილ თალაკვაძე: კორუფციაზე საჭიროა პრინციპული რეაგირება და ამ შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს

კორუფციის ფაქტებზე რეაგირება საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ხელისუფლების ნებისმიერ დონეზე, ნიშნავს, რომ მომავალში ასეთი რამის განმეორების საფრთხე იქნება მინიმალური, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების თაობაზე განუცხადა.
როგორც თალაკვაძე აღნიშნა, კორუფციაზე საჭიროა პრინციპული რეაგირება და ამ შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს.
“ადამიანურად, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტული ადამიანი, რომელიც ხელისუფლებას, ადგილობრივ ხელისუფლებას წარმოადგენს, ბრალდებულია ამ მძიმე ფაქტის გამო. სახელმწიფოებრივად, ჩვენი პოზიცია კორუფციასთან მიმართებაში არის ძალიან პრინციპული: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩაერთვება კორუფციაში, ხალხის მერ შეგროვილ გადასახადებს შეექმნება რაიმე კითხვის ნიშანი ან შეექმნება საფრთხე და ვინმე უკანონოდ მოკიდებს ხელს ან მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც შესაძლოა უკანონო სარგებლის საგანი გახდეს, ჩვენ ამაზე გვექნება პრინციპული რეაგირება. იმიტომ, რომ კორუფციის ფაქტებზე რეაგირება საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ხელისუფლების ნებისმიერ დონეზე, ნიშნავს, რომ მომავალში ასეთი რამის განმეორების საფრთხე იქნება მინიმალური. მე იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარეს სათანადოდ უზრუნველყოფილი ექნება დაცვის უფლება და თავისი ადვოკატების საშუალებით, თავის პოზიციებს დაიცავს, რა თქმა უნდა, უკვე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, მისი ბრალეულობის შესახებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ადამიანურად ვწუხვარ, მაგრამ სახელმწიფოებრივად, კორუფციაზე საჭიროა პრინციპული რეაგირება და ამ შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, რომ ამ მიმართულებით გააგრძელოს უკომპრომისო ბრძოლა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები