ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებიან და სურვილი აქვთ ნებაყოფლობით და ღირსეულად დაბრუნდნენ სამშობლოში, ისრაელის სახელმწიფოს საიმიგრაციო სამსახური საქართველოში გასამგზავრებელად დახმარებას სთავაზობს​, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ სამშობლოში დაბრუნდნენ, საელჩო მათ ავიაბილეთების შეძენასა და სამგზავრო დოკუმენტების გაფორმებაში დაეხმარება.

ამასთან, საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ იმ პირებს შეუძლიათ, ვისაც საკუთარი ნებით სურს ქვეყნის დატოვება და ისრაელის სახელმწიფოში არანაკლებ 6 თვეა იმყოფებიან.

საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების შემთხვევაში, დაინტერესებული პირები მიიღებენ დახმარებას, რაც გულისხმობს:

ავიაბილეთების შეძენა;
საიმიგრაციო სამსახურის მიერ დაკავებისგან გათავისუფლებას, საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნებამდე;
საჭიროების შემთხვევაში, სამგზავრო დოკუმენტაციის გაცემაში დახმარებას;
ფინანსური უფლებების რეალიზაციაში ხელშეწყობას (მათ მიმართ არსებული დავალიანების ანაზღაურება) ისრაელის დასაქმების კანონში დადგენილი წესით;

მსურველებს შეუძლიათ შემდეგ მისამართზე მიმართონ: ბნეი ბრაკი, მივცა კადეშის ქუჩის 64, მდებარე ნებაყოფლობითი დაბრუნების დახმარების ბიურო.

ტელეფონები: 03-6982059, 03-6982058, 03-6982061
ინტერნეტ-გვერდი: https://www.gov.il/he/departments/units/repatriation_unit

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები