მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიისას ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც ცნობილია, ტრაილერს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რომლის მძღოლიც გარდაიცვალა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი 23 წლის მოცეკვავე ლადო დათუნიშვილია.
შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.