მცხეთასთან მომხდარ ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა
მცხეთასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე შუა ხნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.