თბილისი-რუსთავის გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად 50-წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები