თბილისში, უბედური შემთხვევის შედეგად, 12 წლის მოზარდი დაიღუპა

თბილისში, უბედური შემთხვევის შედეგად, 12 წლის მოზარდი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლის გიგა ბაგაშვილი აფრიკის დასახლებაში არსებულ ქაღალდის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯართს აგროვებდა, ბიჭი თხრილში ჩავარდა, რის შედეგადაც მიწა ჩამოიშალა და ზემოდან დაეყარა. მოზარდი ფულს აგროვებდა, რათა „კვატროციკლი“ შეეძინა.
გიგა ბაგაშვილი სოციალურად დაუცველი ოჯახის ერთ-ერთი წევრი იყო. ბაგაშვილები შვილს მეორე დღეა ეძებდნენ, და სამართალდამცველებს მიმართეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მოზარდის ველოსიპედი და წერაქვი აღმოაჩინა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე და 115 -ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 12 წლის ბიჭის ცხედარს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზის დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები