არჩილ თალაკვაძე: მშენებლობის მიმართ უსაფრთხების მოთხოვნები გავამკაცრეთ

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გიგი უგულავას ბრიფინგთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, უსაფრთხოების მშენებლობის მიმართ მოთხოვნები გამკაცრებულია და ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა.
„უგულავას ბრიფინგს პირდაპირ შემიძლია ვუწოდო რეალობის გამრუდება – პასუხი არ გაუცია. ეს რეგულაციები მან თავის დროზე საკუთარი საახლობლოსთვის ხომ არ გაამარტივა? მისი არქიტექტურული მემკვიდრეობა და მშენებლობის ნებართვები ხან კუს ტბაზე შეგვახსენებს ხოლმე თავს და ხან ვაკის პარკში. ჩვენ უსაფრთხოების მოთხოვნები მშენებლობების მიმართ გავამკაცრეთ და ამ მიმართულებით მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები