შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი” 18 იანვარს გეთიას ქ. #30ბ-ში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 18 იანვარს გეთიას ქ. #30ბ-ში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. აბონენტის განცხადებით, წყლის მიწოდება იყო შეწყვეტილი. წყლის მიწოდების აღდგენის შედეგად, ეზოში დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი ჩაირთო, რომელიც გადახურდა და ცეცხლი გაუჩნდა.

წყალგამაცხელებელი დამონტაჟებული იყო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. აფეთქება არ დასტურდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ საკუთარ ფართებში დამონტაჟებულ წყლის გამაცხელებლებსა და გაზის გამათბობლებს. გაზის ქსელის შემოწმების მიზნით, დარეკეთ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე: 114. უფასო მომსახურება ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები