მეგის ქარდავას წინააღმდეგ სასამართლო სხდომა 2 ივნისს გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მეგის ქარდავას და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 ივნისს გაგრძელდება. დღევანდელი პროცესის გადადების მიზეზი ერთ-ერთი ბრალდებულის, გაგა მკურნალიძის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა გახდა. როგორც მკურნალიძის ადვოკატმა პროცესზე განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შეუძლოდ არის და, შესაბამისად, ვერ გამოცხადდა.
აღიშნული საქმე 2011 წლის აპრილში, გლდანის ციხეში სამი პატიმრის წამების ბრალდებას ეხება. მეგის ქარდავას, გაგა მკურნალიძეს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს ბრალად ედებათ მსჯავრდებულების: ქობალიას, მატკავას და ყოლბაიას წამება. ქარდავას და მკურნალიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის საფუძველზე წარედგინათ, რომელიც წამებას გულისხმობს, ალექსანდრე მუხაძეს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით. მუხაძე და ქარდავა ამ დრომდე ძებნილებად ითვლებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები