ოპოზიციის წარმომადგენლები თელავისკენ მიემართებიან – აქცია 14:00 საათზე დაიწყება (ფოტო, ვიდეო)

გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშია“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც ინაუგურაციის პარალელურად, თელავში აქციას გამართავენ, თელავის მიმართულებით უკვე დაიძრნენ. ოპოზიციის მხარდამჭერებს ავტომობილებზე აწერიათ “არა სალომეს” და აქართველოს დროშები აქვთ გადმოფენილი.
ოპოზიციის აქცია 14:00 საათზე, ერეკლე მეორის ძეგლთან ჩატარდება. ისინი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა გახდეს.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ფიცს 15:00 საათზე, თელავში, ბატონის სასახლის ტერიტორიაზე დადებს.
თბილისი-თელავის საავტომობილო გზაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები