ბათუმში მეწარმე SAMSUNG-ის საფირმო სახელწოდებას უკანონოდ იყენებდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ინდ/მეწარმე სოსლან აბულაძე პასუხისგებაში მისცეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სოსლან აბულაძე, საქონლის რეალიზაციის გაადვილების მიზნით, სისტემატურად ახდენდა ტექნიკის ცნობილი მწარმოებელი ფირმის SAMSUNG-ის საფირმო სახელწოდებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკის უკანონოდ ნიშანდებას.
“კერძოდ, 2014 წლის 20 მაისს, სოსლან აბულაძემ SAMSUNG-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული, დიდი ოდენობით გაზის წყლის გამათბობლების ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტზე რეალიზაცია განახორციელა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების ორ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=BrvDzEaubt4&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები