ზაჰესში მამამ შვილი მოკლა – ბრალდებული დაკავებულია

  ზაჰესში მამამ შვილი ცივი იარაღით მოკლა. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს. თვითმხილვლების თქმით, მამა-შვილს მკვლელობამდე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და ხშირად ჩხუბობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამით შვილი სახლში ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა და მამასთან შელაპარაკება მოუვიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები