„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში პოზიტიური საარჩევნო პროცესი აისახება“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში პოზიტიური საარჩევნო პროცესი აისახება, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სექტორში განვითარებული პროცესები, ძირითადად, დადებითად იქნება შეფასებული.
“შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ მასში ასახული იქნება პოზიტიური საარჩევნო პროცესი, რომელიც, დამკვირვებლების შეფასებით, დემოკრატიულად ჩატარდა. ასევე ასახული იქნება კანონის უზენაესობის და სამართლებრივი პროცესის მნიშვნელობა საქართველოში. ვფიქრობ, სურათი, ძირითადად, პოზიტიური იქნება“, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები