შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ლ.ფ. დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის რუსთავში, შარტავას გამზირზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
რუსთავში ჩასარიცხი აპარატის გაქურდვა სცადეს – პოლიციამ მამაკაცი დააკავა (ვიდეო)
