საქართველო ევროკავშირისგან კიდევ 19 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს
საქართველო ევროკავშირისგან დამატებით კიდევ 19 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს -ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დახმარების თაობაზე შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისარმა ხოსე მანუელ ბაროზომ ხელი დღეს მოაწერეს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის ინიციატივის – “აღმოსავლეთის პარტნიორობის” (EaP) პრიორიტეტების მხარდაჭერის მიზნით ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული იყო დახმარების ინსტრუმენტი – ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამა (CIB), რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებას და ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან (მათ შორის„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭოს სივრცის შექმნის შესახებ ხელშეკრულებასთან” – DCFTA)დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერას. ინსტრუმენტი ასევე ითვალისწინებს იმ ინსტიტუტების საქმიანობათა გაუმჯობესებას, რომლებიც დაკავშირებულნი არიან გამარტივებული სავიზო რეჟიმის და რეადმისიის შეთანხმებასთან და მიგრაციის საკითხებთან.
CIB -ს ფარგლებში 2011-2013 წლებისთვის საქართველოსთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი 30.86 მილიონ ევროს შეადგენდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, დახმარების შემდეგი ეტაპი (2014-2020წწ), კონკრეტულად DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალივაჭრობის სივრცე) განხორციელებასთან არის დაკავშირებული.