არჩილ თალაკვაძე: მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოების მეტად ჩართულობას, პოლიციისადმი ნდობას და მეტ უსაფრთხოებას მოგვიტანს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე “მართლწესრიგის ოფიცრის” სამსახურს პროგრესულ რეფორმად აფასებს. მისივე თქმით, აღნიშნული სამსახური, საზოგადოების ჩართულობის, პოლიციისადმი ნდობის და მეტი უსაფრთხოების წინაპირობა იქნება.
“მართლწესრიგის ოფიცრის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს პროგრესული რეფორმაა. ეს არის საპოლიციო ფუნქციების სწორი გააზრება და თანამედროვე მოდელი, როცა პოლიცია სწრაფად და ეფექტურად რეაგირებს როცა დანაშაული მოხდება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიციის რეაგირება სანამ დანაშაული მოხდება.
​ბრიტანული neighbourhood policing-ის მოდელი წარმატებულია და უდავოდ გაამართლა. მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოების მეტად ჩართულობას, პოლიციისადმი ნდობას და მეტ უსაფრთხოებას მოგვიტანს.
წარმატებას ვუსურვებ მინისტრ გიორგი გახარიას და ჩვენს პოლიციელებს!” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს „სისტემური განახლების“, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრების პირველი ნაკადი მუშაობას დღეიდან შეუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები