მაია ცქიტიშვილი: ბახვის, ცხემლისხიდისა და ვაკიჯვრის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ერთ წელიწადში ექნება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძესთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მოსახლეობას შეხვდა.
როგორც ცქიტიშვილმა ადგილობრივებთან შეხვედრაზე განაცხადა, ბახვის, ცხემლისხიდისა და ვაკიჯვრის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ერთ წელიწადში ექნება.
„გვქონდა საშუალება, მოსახლეობისთვის გაგვეცნო ინფორმაცია წყალმომარაგების პროექტის თაობაზე. მრავალი წლის განმავლობაში ეს ადამიანები ითხოვდნენ წყლის სისტემის მოწესრიგებას. ჩვენ მოვახერხეთ, წყალმომარაგების კომპანიაში გამოგვეძებნა ეს რესურსი. ამ სოფლებში საერთოდ არ იყო წყალმომარაგების სისტემა. ერთ წელიწადში კი პრობლემა მოგვარდება“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, ბახვში გამართულ შეხვედრას სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.