ნიკა ლალიაშვილი: “ედისონ რისერჩის” წარმომადგენელს დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად, ეთერში ვიწვევთ
ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “იმედი Live”-ის ერთ-ერთი წამყვანი ნიკა ლალიაშვილი დღევანდელ ეთერში სოციოლოგიური კომპანიის, “ედისონ რისერჩის” წარმომადგენელს იწვევს. ლალიაშვილის თქმით, დღევანდელ გადაცემაში საუბარი იქნება იმ კვლევებზე, რომელიც სხვადასხვა სოციოლოგიურმა კომპანიამ, მათ შორის “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა, შესაბამისად, საინტერესო იქნება, კომპანიის წარმომადგენელმა დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა.
ლალიაშვილის თქმით, დღეს “ედისონ რისერჩის” კვლევების გამოქვეყნება დაანონსდა. “იმედი ლაივის” დღევანდელ გადაცემაში თემაზე სასაუბროდ სოციოლოგები იქნებიან მიწვეული.