ლევან ნატროშვილი: ჩვენ არ გვითქვამს, რომ თათბირი სოსო გიორგაძემ ჩაატარა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის ლევან ნატროშვილის განცხადებით, მათ არ უთქვამთ, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სოსო გიორგაძემ თათბირი ჩაატარა.
ნატროშვილი აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ ჩაატარა თათბირი და ვინ ესწრებოდა მას.
„ჩვენ არ გვითქვამს ასეთი რამ, რომ მან უშუალოდ, რაღაც თათბირი ჩაატარა, ანუ ამის შესახებ მე არა მაქვს ინფორმაცია, ვინ ჩაატარა თათბირი, ვინ ესწრებოდა ამ თათბირს”, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა 5-10 ნოემბრის კვირაში გამართულ თათბირზე გადაწყდა.
მოგვიანებით სოსო გიორგაძემ განმარტა, რომ აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში არ იმყოფებოდა.
„5-დან 10 ნოემბრის ჩათვლით ვიმყოფებოდი ჯაკარტაში, ინდონეზიის დედაქალაქში, სადაც ვხვდებოდი ინდონეზიის ვიცე-პრეზიდენტს“, – განაცხადა ნატროშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები