გიორგი მარგველაშვილი საგარეო პოლიტიკას წარმატებულად მიიჩნევს

   საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საგარეო პოლიტიკა წარმატებულია იმ ურთულეს ვითარებაში, როდესაც არ ჩერდება პროვოკაციები.
“საგარეო პოლიტიკა, ჩემი აზრით, არის წარმატებული, იმიტომ, რომ ურთულეს ვითარებაში, როდესაც არ ჩერდება პროვოკაციები, სამწუხაროდ, ოკუპაციის ხაზთან, მიმდინარეობს ადამიანების გატაცება, მავთულხლართებით ადამიანების დაშორიშორება ერთმანეთისგან, ამ ფონზე ჩვენ ვინარჩუნებთ რაციონალურ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციასთან, რაც უაღრესად დანის პირზე სასიარულოა და მისასალმებელია.
გვაქვს წარმატება პრაღის ფორმატში, სადაც ეკონომიკურ საკითხებზე ვსაუბრობთ და წელს, პირველ ორ კვარტალში ძალიან სერიოზულად გაიზარდა რუსეთთან ვაჭრობის მაჩვენებელი. ამავე ფონზე, ჩვენ ევროატლანტიკურ ვექტორს არა მარტო ვინარჩუნებთ, არამედ კონკრეტულ შედეგებსაც ვაღწევთ – ეს იყო ვილნიუსი შარშან და ეს იქნება ხელმოწერა ივნისში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „პოლიტიკის დროში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები