იტალია სეპარატისტულ რეჟიმთან რაიმე სახის დოკუმენტის გაფორმებას არ ადასტურებს
იტალიის საგარეო უწყება სეპარატისტულ რეჟიმთან რაიმე სახის დოკუმენტის გაფორმებას არ ადასტურებს, – ამის შესახებ იტალიის საგარეო უწყებამ რომში საქართველოს საელჩოს აცნობა. “სანაკოევის მორიგ ტყუილზე აგებული პიარ-კამპანიის ნაწილი” – ასე აფასებს იტალიაში საქართველოს ელჩი კახა სიახარულიძე მარიონეტული რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცხინვალსა და იტალიის ქ.ლანუზეას შორის “თანამშრომლობის ხელშეკრულების” გაფორმებას. შეგახსენებთ, რომ გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2014 წლის 13 იანვარს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, ქ. ცხინვალის ე.წ. „ადმინისტრაციამ“ გააფორმა „ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“ სარდინიის ქ. ლანუზეისთან. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური მხრიდან ე.წ. „შეთანხმებას“ ხელი მოაწერა ქ. ლანუზეის მერმა, დავიდე ფერელიმ.