მთავრობის ადმინისტრაცია მინიტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მინიტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
როგორც ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ განუცხადა, არანაირი სამთავრობო ცვლილება დაგეგმილი არ არის.
“მინდა, საქართველოს ადმინისტრაციის სახელით წერტილი დავუსვა უკვე მერამდენედ გავრცელებულ ინფორმაციას. არავითარი სამთავრობო ცვლილებები, განსაკუთრებით მინისტრების დონეზე არ იგეგმება”, – განაცხადა კობახციძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები