პრეზიდენტი ახალ მრჩეველს წარადგენს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციებს უმცირესობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ახალ მრჩეველს წარუდგენს. როგორც “კვირას ” პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შეხვდება და მათ ეროვნული უმცირესობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ახალ მრჩეველს წარუდგენს. შეხვედრა სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართება.