არის თუ არა მუხიანი გარეუბანი – ბესო დანელია ამომრჩეველს სტერეოტიპის დანგრევას ჰპირდება

   მუხიანის მაჟორიტარობის კანდიდატი ბესო დანელია მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმ სტერეოტიპის დასანგრევად, რომლის მიხედვითაც მუხიანი გარეუბნად ითვლება. ამის შესახებ დანელიამ მუხიანის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
კოალიციამ “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია” მოსახლეობას გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
ერთიანი ოპოზიციის სახელით საკრებულოს წევრობისათვის გლდანში როსტომ თვარაძე და პაატა ჯიბლაძე იბრძოლებენ, მუხიანში – ბესო დანელია, ხოლო ავჭალისა და ზაჰესის რაიონში – დავით მეფარიშვილი.
“ჩვენ გლდანის რაიონში, ისევე, როგორც ყველა სხვა უბანში, წარმოვადგინეთ ძალიან ღირსეული, პატიოსანი და მშრომელი ადამიანები. ბესო დანელია და როსტომ თვარაძე დაარსების დღიდან ჩვენი პარტიის წევრები არიან და ჩვენთან ერთად შეუპოვრად იბრძოდნენ რეჟიმის წინააღმდეგ, რაც ორივეს ძალიან ძვირად დაუჯდა 26 მაისს. ასევე პაატა ჯიბლაძე და დავით მეფარიშვილი არიან ის ადამიანები, ვინც კარგად იციან თავიანთი უბნის პრობლემები და გარწმუნებთ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მოაწესრიგონ გლდანის რაიონი, მოაწესრიგონ თბილისი და მოაწესრიგონ ქვეყანა. იმედი მაქვს, მოსახლეობა ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს და სამივე ბიულეტენში შემოხაზავს ნომერ 3-ს”, – განაცხადა კოალიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები