რატომ ვერ შევა 60 ათასამდე საარჩევნო ასაკის მქონე პირი საარჩევნო სიაში?

60 ათასამდე საარჩევნო ასაკის მქონე პირს ძალაში არ მქონე პირადობის მოწმობა აქვს, რის გამოც ისინი საარჩევნო სიებში ვერ შევლენ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ტელეიმედის” ტოქშოუში “რეაქცია “ სტუმრობისას განაცხადა. მინისტრი უმისამართო, რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებს მოუწოდებს, რომ უწყებაში შესაბამისი პროცედურები 28 მაისამდე გაიარონ და გახდნენ ამომრჩევლები.
“იცით, რომ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო აძლევს სიების 80-დან 90 პროცენტამდე ცესკოს. ჩვენ მას 1 მაისს უკვე მივაწოდეთ პირველადი სიები და ყველაზე გვიან ივნისის პირველ კვირაში საბოლოო მონაცემებსაც გადავუგზავნით. არსებული სიის მიხედვით, ქვეყანას 3 472 ათასი პოტენციური ამომრჩეველი ჰყავს, თუმცა იმ შემოწმების შედეგად, რასაც ჩემი თანამშრომლები დღე და ღამე ახორციელებენ, ისინი საახალწლოდ, ალბათ, პრემიას მიიღებენ. არავის ეწყინოს… აღმოჩნდა, რომ 50-დან 60 ათასამდე კაცს არ აქვს ძალაში მყოფი არც პირადობის მოწმობა, არც პასპორტი და ისინი ვერ შევლენ საარჩევნო სიაში. ამიტომ ცესკოს, სავარაუდოდ, 60 ათასამდე პირით ნაკლებ მონაცემს გადავცემთ”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები