თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების საბოლოო სია ცნობილია
ცესკო თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების საბოლოო სიას აქვეყნებს. როგორც “კვირას“ ცესკო-დან აცნობეს, დღეს საარჩევნო სუბიექტების მიერ მერობის, გამგებლობის, მაჟორიტარობის კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა.
ამ დროისთვის ცესკოში თბილისის მერობის 14 კანდიდატის განაცხადია შესული, მათგან 10 კანდიდატი უკვე რეგისტრირებულია.
ესენი არიან: მიხეილ სალუაშვილი (უფლის სახელით – უფალია ჩვენი სიმართლე); გიორგი ლაღიძე (მომავალი საქართველო); ასმათ ტყაბლაძე (შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია); გიორგი გაჩეჩილაძე (გიორგი გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია); როინ ლიპარტელიანი (საქართველოს მშრომელთა საბჭო); დიმიტრი ლორთქიფანიძე (ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია); ირაკლი ღლონტი (ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები); კახა კუკავა (არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძე); დავით ნარმანია (საარჩევნო ბლოკი “ქართული ოცნება”); გიორგი ლილუაშვილი (მერაბ კოსტავას საზოგადოება). თბილისის მერობის კანდიდატი კიდევ ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა: ირმა ინაშვილი (დავით თარხან-მოურავი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი); თეიმურაზ მურვანიძე (სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა); სერგო ჯავახიძე (თვითმმართველობა ხალხს); ნიკანორ მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა). რაც შეეხება ქ. თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს, კანონით დადგენილ ვადებში პარტიული სიები შემდეგმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა წარმოადგინეს: №1 – საარჩევნო ბლოკი “არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)” №2 – “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” №3 – “ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია” №5 – საარჩევნო ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” №6 – “გიორგი გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია” №7 – “უფლის სახელით – უფალია ჩვენი სიმართლე” №8 – “დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” №9 – საარჩევნო ბლოკი “თვითმმართველობა ხალხს” №11 – “ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები” №12 – “ჩვენი საქართველო” №13 – “მომავალი საქართველო” №16 – “ქრისტიან დემოკრატიული პარტია (ქრისტიან დემოკრატები)” №17 – “ერთიანობის დარბაზი” №18 – “სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა” №20 – “შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია” №26 – “სახალხო პარტია” №30 – “მერაბ კოსტავას საზოგადოება” №36 – “საქართველოს მშრომელთა საბჭო” №41 – საარჩევნო ბლოკი – “ქართული ოცნება”.
ამასთან, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების, გამგებლობისა და დანარჩენ თვითმმართველ ქალაქებში (თბილისის გარდა) მერობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციას ცესკო საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდის.