შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული დავით კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით რუსთავში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი“-ს სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი 1 მჭიდითა და 9 საბრძოლო ვაზნით, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კუსტარული წესით დამზადებული, არარეგისტრირებული, უნომრო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და 29 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=1rwcOVTadWM&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები