ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი მუშევანის მაცხოვრებლებს შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად სოფელ მუშევანის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.
შეხვედრა იმ ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე შედგა, რომლის რეაბილიტაციასაც ადგილობრივები ითხოვენ.
400 კომლიანი სოფელი არსებული რიტუალების სახლის სამზარეულოს მოწყობასა და ინვენტარით აღჭურვას, ასევე რიტუალების სახლის და სკოლის ეზოების გამყოფი ღობის გაკეთებას ითხოვს.
დღევანდელ შეხვედრაზე სკოლის დირექციამ ეზოში მდებარე ხევის იზოლირება მუნიციპალიტეტის მერს პირადად სთხოვა. დღის წესრიგში კიდევ ერთი პრობლემის მოგვარება დადგა- უფუნქციოდ დარჩენილი ყოფილი სპორტდარბაზის ღია სამზარეულოდ გადაკეთება.
სოფელში შიდა მისასვლელი გზაც მოსაწესრიგებელია, აღნიშნული საკითხები მერმა მოსახლეობასთან ერთად განიხილა და ეტაპობრივად, ყველა პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები