“ალიევის ფონდმა“ საგანგებო სიტუაციების დახმარების ცენტრს ბოლნისსა და გარდაბანში ოპერირებისთვის 2 სპეცმანქანა გადასცა

„ჰეიდარ ალიევის ფონდმა“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ბოლნისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში ოპერირებისთვის 2 სპეცმანქანა გადასცა. ახალი რეანომობილებით კლინიკებს შორის კრიტიკული პაციენტების გადაყვანა იქნება შესაძლებელი. ამ დრომდე, ბოლნისის და გარდაბანის მუნიციპალიტეტებიდან პაციენტთა სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის ეკიპაჟი თბილისიდან იგზავნებოდა. ახალი რეანომობილის გადაცემის შედეგად კი, კრიტიკულ პაციენტთა გადაყვანა ოპერატიულად მოხდება.

გადაცემის ცერემონიალს აზერბაიჯანის დიასპორის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლონგინოზ გასანოვი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები