“ებერჰარდ შიოკის” წარმომადგენლებმა ანსამბლ “იმედს” საჩუქრად აპარატურა გადასცეს

გერმანული ფონდის “ებერჰარდ შიოკის” წარმომადგენლებმა ანსამბლ “იმედს” საჩუქრად აპარატურა გადასცეს. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ანსამბლის ხელმძღვანელს, ლაურა დურგლიშვილს წარმატებები უსურვა.

საპატიო სტუმრებს ანსამბლ “იმედის” მომღერლებმა კონცერტი მიუძღვნეს და გამოჩენილი გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადეს. სტუმრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა უმასპინძლა.

“ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მოხარულები ვართ, რომ მუნიციპალიტეტმა თქვენი სახით ძალიან კარგი მეგობარი შეიძინა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი საჩუქრისთვის, რაც ჩვენი ანსამბლისა და პატარა მომღერლების განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და მზადყოფნა გამოვთქვა მომავალი თანამშრომლობისთვის. კიდევ ბევრი ასეთი სასიკეთო საქმე გაგეკეთებინოთ”,- აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები