საგამოძიებო სამსახურმა 5 ათასი დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნდობაში შევიდა  ერთ-ერთ მოქალაქესთან და  დაარწმუნა იგი, თოთქოსდა  ის კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის – ინტერპოლის მაღალჩინოსანი იყო.  ბრალდებულმა მოქალაქეს  5 000 აშშ დოლარი გამოართვა და  დაპირდა, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირების მეშვეობით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შესყიდვაში დაეხმარებოდა.

საქმეზე გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით გამოძიება , რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები