გურიაში მეფუტკრეებთან შეხვედრა გაიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამსახურის ორგანიზებით, ოზურგეთში მეფუტკრეებთან შეხვედრა გაიმართა. რეგიონული სამსახურის უფროსმა, ნინო შეწირულმა მეფუტკრეებს აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს ფაროსანას მონიტორინგი, ხოლო იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებლის გამოსვლა აღინიშნება, წამლობითი ღონისძიებები ტარდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უსაფრთხოების ზომების და მეფუტკრეების ინტერესების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებზე, სადაც საფუტკრეებია განთავსებული, საღამოს საათებში, როცა ფუტკარი უკვე დაბინავებულია, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავება მიმდინარეობს, ხოლო „მოიზიდე და გაანადგურე” სადგურების განთავსება ყვავილოვანი მცენარეებისგან მოშორებით მიმდინარეობს.