საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვია

    ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს, პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, საგარეო საქმეთა მინისტრს ავიგდორ ლიბერმანს, შინაგან საქმეთა მინისტრს გიდეონ საარს შეხვდება. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დამფუძნებელ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი დაათვალიერებს ჰოლოკოსტის მუზეუმს და გვირგვინით შეამკობს იერუსალიმის მთაზე მდებარე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს – “იად ვაშემი-“ს, იერუსალიმის ერების ხეივანში კი სიმბოლური ხის დარგვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ- მინისტრი ხელმძღვანელობს, ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი და საინვესტიციო სააგენტოს უფროსი გიორგი პერტაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები