ვანის ორ სოფელში მეწყრისგან ჩაკეტილი გზა, სავარაუდოდ, 3 დღეში გაიხსნება
ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ამაღლება-საპრასიას დამაკავშირებელი საავტომობილო გზა სავარაუდოდ 3 დღეში გაიხსნება. გზას ამ დრომდე წმენდენ, თუმცა სამუშაოებს ქვათაცვენა და უამინდობა აფერხებს. ამ გზაზე 18 თებერვალს მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც მოსახლეობა ვერ გადაადგილდებოდა.