ვანის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში მეწყერი ჩამოწვა
ვანის მუნიციპალიტეტში უამინდობამ მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფლების – საპრასიისა და რომანეთის მოსახლეობას გადაადგილება საფრთხისშემცველ პირობებში უწევს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში მიიჩნევენ, რომ საჭიროა შემთხვევის ადგილი გეოლოგებმა მოინახულონ.
სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად ვანის მუნიციპალიტეტი დამეწყრილი მონაკვეთის გასაწმენდად სამუშაოებს აწარმოებს.