ვლადიმერ იმნაძე აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ უწყების თანამშრომლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ, აფხაზეთის ომში დაღუპულ 25 გმირს პატივი მიაგო და გარდაცვლილთა ოჯახებს პირადად მიუსამძიმრა.

დაღუპულებს სოხუმთან ახლოს სოფელ იაშტუხაში საერთო სასაფლაოზე მიაგნეს. ცხედრებს გადმოსაცემად მოლაპარაკება 20 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

მოლაპარაკების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სულ 325 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 101 უკვე ამოცნობილი იყო და მათი გადმოსვენება მოხდა.

მხოლოდ წელს 28 საფლავი იქნა გახსნილი და 91 ნეშტი მოძიებული, რომელთაგან 25 ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა.

აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები