ლევან იზორიას მოხსენება პანელზე – „ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“
მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული ადეკვატური და დროული რეფორმები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი თემა იყო.
ლევან იზორია სიტყვით ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პირველ პანელზე – „ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“ გამოვიდა და თავდაცვის სამინისტროში გადადგმულ იმ ნაბიჯებზე გააკეთა აქცენტები, რაც შეკავების პოლიტიკისა და მდგრადობის უზრუნველყოფისთვისაა საჭირო. ამ მხრივ, მინისტრმა სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავებაზე ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე, ეროვნული თავდაცვის გეგმის შემუშავებაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნულ წვრთნებსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.
მოხსენების ბოლოს ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველომ სწორად გაიაზრა მსოფლიოსა თუ რეგიონში არსებული საფრთხეები, ადეკვატური რეაგირება მოახდინა მათზე და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უელსისა და ვარშავის სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილების სტრატეგიულ მიმართულების – შეკავების პოლიტიკის თანამონაწილეა.