ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 იწყება
3 სექტემბერს 12:00 საათზე ახალციხეში, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართება.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, Agile Spirit 2017-ის ოფიციალურად გახსნას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრებიან.
მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით გაიმართება. სამხედრო სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.