ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში მარიამობა აღნიშნეს
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მყოფმა II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა მარიამობის დღესასწაული აღნიშნეს.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა ზაზა სოსიაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მოწყობილ სალოცავში აღავლინა.
ღვთისმსახურებას II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სხვადასხვა ეროვნების მართლმადიდებლური აღმსარებლობის სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.
II ქვეითი ბრიგადის 23-ებატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 2017 წლის აპრილიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრეს ამოცანას ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.