სამხედრო ექიმებმა პროფესიული დღე აღნიშნეს
11 აგვისტოს სამხედრო მედიცინის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა. წვრთნაში მონაწილეობა დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების სამედიცინო სტრუქტურების წარმომადგენლებმა მიიღეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გეგმურ საველე სწავლებას სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი დაესწრო.
მან სამხედრო ექიმებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ეგიდით საველე სამედიცინო სწავლება 7 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდა.
სწავლების მიზანს სხვადასხვა ქვედანაყოფის სამედიცინო სტრუქტურების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება და სამედიცინო ევაკუაციის მეთოდების დაუფლება წარმოადგენდა. სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა სწავლების მიმდინარეობისა და სპეციფიკის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე დეტალური ინფორმაციაც მოისმინა. პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა წვრთნები დადებითად შეაფასა და მსგავსი სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.