ავღანეთში დაღუპულ ქართველ სერჟანტს ხვალ დაკრძალავენ

ხვალ ზესტაფონში, ავღანეთში თავდასხმის დროს დაღუპული ქართველი სამხედროს, მდინარი ბებიაშვილის დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართება. სამოქალაქო პანაშვიდი ქ. ზესტაფონში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში 10:00 საათიდან დაიწყება (მისამართი: რუსთაველის ქ. N1; ქალაქის ცენტრი, გამგეობის მოპირდაპირე მხარე).
ეკლესიიდან გამოსვენება – 15:00 საათზე, დაკრძალვა – ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები