ლევან იზორია: ამერიკული მხარე ქართველი სამხედროების მომზადების მაღალი დონით კმაყოფილია

„წვრთნები “ღირსეული პარტნიორი” წარმატებით მიმდინარეობს. დასკვნით წვრთნებს ჩვენ 12 აგვისტოს ვიხილავთ”,-ამის შესახებ  თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ვაზიანის მე-11 სასროლეთზე მიმდინარე წვრთნების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამერიკული მხარე ქართველი სამხედროების მომზადების მაღალი დონით კმაყოფილია.

“დღეს, შერეული ასეული, რომელიც დაკომპლექტებულია აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებისა და ქართული შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისგან, ამ წვრთნების ფარგლებში ახორციელებდა თავდაცვით და ასევე კონტრშეტევით ოპერაციას, რაც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. დასკვნით წვრთნებს ჩვენ 12 აგვისტოს ვიხილავთ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

დღევანდელ წვრთნაში ჩართულია ქართულ შეიარაღებაში არსებული T-72 ტიპის ტანკი, ამერიკული ტანკი “აბრამსი” და ქვეითთა საბრძოლო მანქანა “ბრედლი”.

ასევე დღევანდელი წვრთნების ფარგლებში აშშ-ის ევროპული სარდლობის მეორე კავალერიის პოლკის მიერ ჯაველინით გასროლა განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ჯაველინით გასროლა საქართველოში პირველად განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები