ეროვნულ გვარდიას აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალი ესტუმრა

საქართველოს ეროვნულ გვარდიას აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ტომას ბლექსტოკი ესტუმრა. ამერიკელ გენერალს საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ უმასპინძლა. შეხვედრას ამერიკული დელეგაციის წევრები და აშშ-საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები დაესწრნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის გვარდიებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართველმა გვარდიელებმა სტუმარს ეროვნული გვარდიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრამდე ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულ გვარდიელებს პატივი მემორიალთან წუთიერი დუმილით მიაგეს. ბრიგადის გენერალი ტომას ბლექსტოკი საქართველოში მრავალეროვნული სწავლების -„ღირსეული პარტნიორი 2017“ ფარგლებში იმყოფება. საქართველოს ეროვნული გვარდია აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიასთან 1993 წლიდან თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები